დღეს ყველაფერს გადავხედეთ, რაც აქამდე გავაკეთეთ, გავიხსენეთ, თუ რაიმე არ მომეწონა, ჩავასწორე, ავტვირთე მთელი ჩემი პროექტის პორტფოლიო ბლოგზე და ვიცი, თუ კიდევ რაიმეს შესწორება დამჭირდება, როგორ შევასწორო. ეს სამუშაო ძალიან შრომატევადია, დიდ ენერგიას და დაფიქრებას მოითხოვს, ვეცდები, ზუსტად ისე განვახორციელო, როგორც ჩავიფიქრე, ეს ჩემთისაც და მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უფრო გამიადვილდება სხვა პროექტების შედგენა და მათზე მუშაობა. უღრმესი მადლობა რუსას გაწეული დიდი შრომისათვის. მადლობა დიდი სიყვარულით.
воскресенье, 28 сентября 2014 г.
суббота, 27 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს, როგორც ყოველთვის, ძალიან შრომატევადი და რთული სამუშაო გვქონდა, განვიხილეთ საშინაო დავალებები, შეფასების სქემები,გაზეთები, ვისაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე, მათ მხარდაჭერაზე, ფასილიტაციაზე.მადლობა დახმარებისთვის.
воскресенье, 21 сентября 2014 г.
პროექტის მე-7 დღე
დღეს ძალიან შრომატევადი დღე იყო, განვიხილეთ პრეზენტაციები, გაზეთები, ავტვირთეთ ბლოგზე, შემდეგ განვიხილეთ პროექტის შეფასებები, რაც ძალიან დიდ შრომას, დაკვირვებას და ძალისხმევას საჭიროებს, იმედია, თავს გავართმევ და დავამთავრებ პროექტს.დიდი მადლობა რუსას.
суббота, 20 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ საშინაო დავალება, პრეზენტაციები, ვითანამშრომლეთ ერთმანეთთან, მივეცით რჩევები, რომლებიც გამოგვადგება პრეზენტაციის უფრო დახვეწისთვის. მე ვისწავლე, როგორ შევქმნა და დავწერო გაზეთის ჩეკლისტი, განვიხილეთ გაზეთის შაბლონები, ავირჩიე ჩემი გაზეთისთვის ერთ-ერთი და მის მიხედვით გავაკეთებ პროექტის დასრულების შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან ერთად.ბოლოს პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე. გმადლობთ.
четверг, 11 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-5 დღე
დღეს გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია, გავიხსენეთ შეფასების ფორმები, ჩემი პროექტისთვის განვსაზღვრე და დავადგინე მოსწავლეთა საჭიროებები, გავიგე, როგორ უნდა შევქმნა პრეზენტაცია და დავიწყე გაკეთება, შემდეგ ვისწავლე ბლოგზე ორიენტირება და მისი კორექტირება, ეს ძალიან აუცილებელია ჩემი პორტფოლიოსთვის და მჭირდება. დიდი მადლობა რუსას, რომ ასე კარგად გვასწავლის და გვიხსნის ყველაფერს.
среда, 10 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-4 დღე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო, განვიხილეთ საშინაო დავალება, მიმარულების მიმცემი კითხვები, დავეხმარეთ ერთმანეთს და მივეცით რეკომენდაციები. განვიხილეთ შეფასების ტიპები, ამოვარჩიე ჩემი პროექტისთვის საჭირო მოსწავლეთა ცოდნის დასადგენი მეთოდი. მადლობა.
понедельник, 8 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-3 დღე
დღეს ტრენინგზე განვიხილეთ სტანდარტები, ჩვენი შექმნილი ბუკლეტები, შევქმენით ბლოგი, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. მადლობა
воскресенье, 7 сентября 2014 г.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე საინტერესო იყო. გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია, განვიხილეთ საშინაო დავალება, არჩეული თემები, ვისწავლე ბროშურის შექმნა სხვადასხვა მეთოდებით, (სვეტებად დაყოფა, ახალი მზა ფურცლის აღება და ა.შ.) შევქმენი ბროშურის ჩეკლისტი, რომელიც შევინახე დამხმარე საქაღალდეში, გავაკეთე ბროშურის მონახაზი, რომელსაც სახლში გავაფორმებ ელექტრონულად. მადლობა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)