დღეს ყველაფერს გადავხედეთ, რაც აქამდე გავაკეთეთ, გავიხსენეთ, თუ რაიმე არ მომეწონა, ჩავასწორე, ავტვირთე მთელი ჩემი პროექტის პორტფოლიო ბლოგზე და ვიცი, თუ კიდევ რაიმეს შესწორება დამჭირდება, როგორ შევასწორო. ეს სამუშაო ძალიან შრომატევადია, დიდ ენერგიას და დაფიქრებას მოითხოვს, ვეცდები, ზუსტად ისე განვახორციელო, როგორც ჩავიფიქრე, ეს ჩემთისაც და მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უფრო გამიადვილდება სხვა პროექტების შედგენა და მათზე მუშაობა. უღრმესი მადლობა რუსას გაწეული დიდი შრომისათვის. მადლობა დიდი სიყვარულით.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
воскресенье, 28 сентября 2014 г.
суббота, 27 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს, როგორც ყოველთვის, ძალიან შრომატევადი და რთული სამუშაო გვქონდა, განვიხილეთ საშინაო დავალებები, შეფასების სქემები,გაზეთები, ვისაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე, მათ მხარდაჭერაზე, ფასილიტაციაზე.მადლობა დახმარებისთვის.
воскресенье, 21 сентября 2014 г.
პროექტის მე-7 დღე
დღეს ძალიან შრომატევადი დღე იყო, განვიხილეთ პრეზენტაციები, გაზეთები, ავტვირთეთ ბლოგზე, შემდეგ განვიხილეთ პროექტის შეფასებები, რაც ძალიან დიდ შრომას, დაკვირვებას და ძალისხმევას საჭიროებს, იმედია, თავს გავართმევ და დავამთავრებ პროექტს.დიდი მადლობა რუსას.
суббота, 20 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ საშინაო დავალება, პრეზენტაციები, ვითანამშრომლეთ ერთმანეთთან, მივეცით რჩევები, რომლებიც გამოგვადგება პრეზენტაციის უფრო დახვეწისთვის. მე ვისწავლე, როგორ შევქმნა და დავწერო გაზეთის ჩეკლისტი, განვიხილეთ გაზეთის შაბლონები, ავირჩიე ჩემი გაზეთისთვის ერთ-ერთი და მის მიხედვით გავაკეთებ პროექტის დასრულების შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან ერთად.ბოლოს პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე. გმადლობთ.
четверг, 11 сентября 2014 г.
ტრენინგის მე-5 დღე
დღეს გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია, გავიხსენეთ შეფასების ფორმები, ჩემი პროექტისთვის განვსაზღვრე და დავადგინე მოსწავლეთა საჭიროებები, გავიგე, როგორ უნდა შევქმნა პრეზენტაცია და დავიწყე გაკეთება, შემდეგ ვისწავლე ბლოგზე ორიენტირება და მისი კორექტირება, ეს ძალიან აუცილებელია ჩემი პორტფოლიოსთვის და მჭირდება. დიდი მადლობა რუსას, რომ ასე კარგად გვასწავლის და გვიხსნის ყველაფერს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)